ჩვენი მწვრთნელები

პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც ზრდიან მომავალ ჩემპიონებს.

რაგბის აკადემია რუსთაველი — მწვრთნელების გუნდი

აკადემია „რუსთაველი" — ჩვენი გუნდი

მწვრთნელების სია

ირაკლი ნატრიაშვილი
მთავარი მწვრთნელი

ირაკლი ნატრიაშვილი

რაგბის აკადემია „რუსთაველი"-ს ხელმძღვანელი

ირაკლი ნატრიაშვილი რუსთაველია. რაგბის თამაში 10 წლის ასაკში, სწორედ რუსთავში დაიწყო. მისი სპორტული კარიერა საქართველოს, რუმინეთისა და საფრანგეთის კლუბებს, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიღებულ მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს.

World Rugby I, II და III დონე
ვრცლად
გიორგი ბასილაია
ტექნიკა და თამაშის გააზრება

გიორგი ბასილაია

„რუსთაველი"-ს მწვრთნელი

გიორგი ბასილაიას რაგბთან კავშირი 13 წლის ასაკში, რაგბის კლუბ „ხარებში" დაიწყო. მოთამაშის კარიერის განმავლობაში მისი პოზიცია იყო 10 ნომერი — მგეზავი, გამთამაშებელი, პოზიცია, რომელიც თამაშის ხედვას, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და გუნდის მართვის უნარს მოითხოვს. გიორგი ბასილაიას აქვს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება — U18, U19 და U20.

World Rugby სერტიფიცირებული
ვრცლად
გიორგი ჭონქაძე
ინდივიდუალური განვითარება / მწვრთნელი

გიორგი ჭონქაძე

„რუსთაველი"-ს მწვრთნელი

გიორგი ჭონქაძის რაგბის გზა 11 წლის ასაკში, რუსთავში, რაგბის კლუბ „ხარებში“ დაიწყო. 2011–2021 წლებში „ხარების“ ღირსებას იცავდა, შემდეგ კი მისი კარიერა გაგრძელდა კლუბებში „ვეფხვები“ და „შავი ბასტიონი“. ახალ სეზონში გიორგი კარიერას რაგბის კლუბ „ყაზბეგში“ გააგრძელებს. გიორგი დღემდე აქტიურად აგრძელებს მოთამაშის კარიერას და პარალელურად ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაზე მუშაობს. 2024 წელს ინდივიდუალური რაგბის აკადემია დააარსა, რომლის მთავარი მიმართულება ახალგაზრდა მოთამაშეების ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაა. 2024 წლიდან იგი ასევე აქტიურად არის ჩართული რუსთავის სპორტულ პროექტებში, სადაც საკუთარი გამოცდილებითა და ინიციატივებით ქალაქის სპორტული მიმართულების განვითარებაში შეაქვს წვლილი. გიორგი ჭონქაძე რაგბის აკადემია „რუსთაველი“-ს მწვრთნელთა გუნდს შეუერთდა, სადაც საკუთარ აქტიურ მოთამაშის გამოცდილებას, ინდივიდუალურ მიდგომასა და ახალგაზრდა სპორტსმენებთან მუშაობის პრაქტიკას ახალ თაობას გაუზიარებს.

ინდივიდუალური აკადემიის დამფუძნებელი
ვრცლად
ნიკა თედელური
ვიდეოანალიტიკა / მწვრთნელი

ნიკა თედელური

„რუსთაველი"-ს მწვრთნელი

ნიკა თედელურის რაგბის გზა 2006 წელს, 14 წლის ასაკში, რაგბის კლუბ „ხარებში“ დაიწყო. თავდაპირველად ბავშვთა ლიგაში თამაშობდა, 18–19 წლიდან კი უკვე „რუსთავის ხარების“ გუნდში განაგრძო კარიერა. მოთამაშის გამოცდილების შემდეგ მისი პროფესიული გზა რაგბის ანალიტიკის მიმართულებით გაგრძელდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ვიდეოანალიტიკოსად მთავარ მწვრთნელთან ერთად, რამაც მას თამაშის დეტალურად გაანალიზებისა და თანამედროვე სამწვრთნელო პროცესის პრაქტიკული გამოცდილება მისცა. 2021–2022 წლებში გაიარა მწვრთნელთა მომზადების კურსები 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით. დღეს ნიკა რაგბის აკადემია „რუსთაველი“-ს მწვრთნელია, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალი თაობის განვითარებას მოახმარს. მისი გამოცდილება აერთიანებს მოთამაშის პრაქტიკას, თამაშის ანალიზს და სამწვრთნელო ცოდნას — გამოცდილებას, რომელსაც ის ახალგაზრდა რაგბისტების განვითარებასა და მათთვის სწორი სპორტული საფუძვლის შექმნას მოახმარს.

World Rugby U14 მწვრთნელთა კურსი (2021–2022)
ვრცლად